
დიდ დიღომში მდებარე ‘ჭადრაკის დედოფლის’ აკადემიაში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ A ტურნირი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა. აღსანიშნავია, რომ ბაადურმა დამარცხების გარეშე განვლო ასპარეზობა.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და 7 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს: ფიერმა,მაღალაშვილმა,ჯოჯუამ,ფანცულაიამ და ვოლკოვმა.
აღსანიშნავია, ნორჩი ქუთაისელი მოჭადრაკის გიორგი გიორგაძის წარმატება, რომელმაც ორ კატეგორიაში:14 წლამდე და 1800< რეიტინგის მონაწილეთა შორის აჩვენა საუკეთესო შედეგი.
ღია ტურნირის ტექნიკური შედეგები:
I ადგილი - ბაადურ ჯობავა (2700) – 7,5 ქულა;
II ადგილი - ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია;2495) – 7 ქულა;
III ადგილი- დავით მაღალაშვილი (2490) – 7 ქულა;
IV ადგილი - დავით ჯოჯუა (2513) – 7 ქულა;
V ადგილი- ლევან ფანცულაია (2598) – 7 ქულა;
VI ადგილი - ნიკა ვოლკოვი (2251) – 7 ქულა;
VII ადგილი - გიგა ყუფარაძე (2636) – 6,5 ქულა;
კატეგორიებში საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა:
U14 - გიორგი გიორგაძე (1455) – 5,5 ქულა;
ELO 2000 < - აკაკი ზარდიაშვილი (1926)- 6 ქულა;
ELO 1800 < - აკაკი ღაჭავა (1677)- 5 ქულა;
ELO 1400 < - მიხეილ კვირტია - 4,5 ქულა.
‘A’ ტურნირის დახურვა 8 სექტემბერს, 16:30 წთ. გაიმართება.
ხვალ, 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში ქალთა ‘B’ და ბავშვთა ‘C’ ტურნირი აიღებს სტარტს.

- სათაური: ჯობავას გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 07-09-2019 1:07 AM
- Tags: