ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯოჯუა და ფიერი ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ...

‘დედოფლის აკადემიაში’ მიმდინარე მაიას თასის გათამაშების ‘A’ ტურნირზე 4 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით  დავით ჯოჯუა და ალექსანდრ ფიერი დაწინაურდნენ. მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა  მათი პარტია იქნება.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ბაადურ ჯობავა, დავიდ არუთინიანი, ბეგლარ ჯობავა, გიგა ყუფარაძე და დავით მაღალაშვილი.

სულ ტურნირში 5 ქვეყნის 86 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის 10 ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, 4 ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, 7 ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი და 4 ფიდეს ოსტატი.

საპრიზო ფონდი  8750 ლარს შეადგენს რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:

1- 2500; 2- 1750; 3- 1200; 4 – 1000; 5 – 700; 6 – 500; 7 - 300

U14 – 200

ELO 2000< - 200

ELO 1800 < -200

ELO 1400 < - 200

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

 

  • სათაური: ჯოჯუა და ფიერი ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 06-09-2019 12:36 AM
  • Tags:
Top