
ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორმა, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ, ნიკოლოზ კაჭარავამ დიდი წარმატებით იასპარეზა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე! ნიკამ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ამასთანავე საკუთარ ელო-რეიტინგს 26 ქულაც შემატა.აღსანიშნავია, რომ კაჭარავა ტურნირში მე-12 ნომრად იყო განთესილი.
ტურნირის ქართველი მონაწილეების ტენიკური შედეგები:
31. ლუკა ობოლაძე (2295) – 5.5 ქულა;
68. ნიკოლოზ ჩხაიძე (2290) – 4.5;
102. ლილე ქორიძე (2034) – 4.0;
115. ეკატერინე ფიფია (1963) – 4.0;

- სათაური: კაჭარავამ ჩეხეთის დედაქალაქში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!
- ავტორი:
- თარიღი: 19-01-2019 3:40 PM
- Tags: