ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარლსენმა, სწრაფშიც და ელვისებურშიც იმარჯვა!

მოსკოვში  დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ვაჟთა შორის ორივე დისციპლინაში (სწრაფი;ელვისებური) დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს მომქმედმა ჩემპიონმა კალსიკურ ჭადრაკში მაგნუს კარლსენმა

კარლსენი სხვადასხვა წლებში და სამივე დისციპლინაში (კლასკური,სწრაფი, ელვისებური) სულ 12-ჯერ ფლობდა პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს!

კლასიკური ჭადრაკი: 2013 წელს მოიპოვა და დაიცვა ტიტული:2014;2016 და 2018 წლებში;

სწრაფი ჭადრაკი:2014;2015;2019

ელვისებური ჭადრაკი: 2009;2014;2017;2018;2019;

სწრაფ ჭადრაკში სენსაციური იყო 16 წლის ირანელი დიდოსტატის ფირუზა ალირეზას მეორე ადგილი. მესამე საფეხურზე კი აშშ-ს წარმომადგენელი ჰიკარუ ნაკამურა გავიდა.

ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში, 12-დან 9-9 ქულით, პირველი -მესამე ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: I ადგილი - ჰამპი კონერუ (ინდოეთი), II -  ლეი ტინგი (ჩინეთი), III - ეკატერინა ატალიკი (თურქეთი).

ვაჟთა შორის ელვისებურ ჭადრაკში კარლსენმა დამატებითებში დაამრცხა ჰიკარუ ნაკამურა, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოს ექსჩემპიონი ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) გავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული კატერინა  ლაგნომ (რუსეთი) მოიპოვა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანა მუზიჩუკმა (უკრაინა), მესამე ადგილზე ტან ჟონგი (ჩინეთი) განთავსდა.

ქართველი მონაწილეებიდან საუკეთესო შედეგი, ეროვნული ნაკრების  წევრმა მერი არაბიძემ აჩვენა. ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატზე მერიმ, 17-დან 11,5 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე გავიდა!

 

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

სწრაფ ჭადრაკში:

ვაჟთა შორის:

26.ივან ჩეპარინოვი - 9,5 ქულა;

43.ბაადურ ჯობავა - 9 ქულა;

49.გიგა ყუფარაძე - 9 ქულა;

ქალთა შორის:

18.მერი არაბიძე - 7,5 ქულა;

22.ნანა ძაგნიძე - 7,5 ქულა;

23.ნინო ბაციაშვილი- 7,5 ქულა;

24.ნინო ხომერიკი - 7,5 ქულა;

58.სოფიო გვეტაძე - 6 ქულა;

ელვისებურ ჭადრაკში:

ვაჟთა შორის:

20.ივან ჩეპარინოვი - 13,5 ქულა;

33.ბაადურ ჯობავა - 12,5 ქულა;

63.გიგა ყუფარაძე - 11,5 ქულა;

ქალთა შორის:

7. მერი არაბიძე - 11,5 ქულა;

24. ნანა ძაგნიძე - 10 ქულა;

28 .ნინო ბაციაშვილი - 10 ქულა;

34.სოფიო გვეტაძე - 9,5;

69.ნინო ხომერიკი - 8 ქულა;

 

  • სათაური: კარლსენმა, სწრაფშიც და ელვისებურშიც იმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-01-2020 7:10 PM
  • Tags:
Top