ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!

მაგნუს  კარლსენმა  ფაბიანო კარუანა  დამატებით ტაი ბრეიქში გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და  სამყაროს ყველაზე ძლიერი მოჭადრაკის ტიტული შეინარჩუნა!

მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ლონდონში გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ევროს შეადგენდა. საიდანაც ჩემპიონმა 55% მიიღო, რადგანაც ტაი-ბრეიკით იმარჯვა. ძირითად მატჩში  გამარჯვების შემხვევაში კი 60%-ს მიიღებდა.

რეგლამენტის თანახმად დიდოსტატებმა შემდეგი დროის კონტროლით 12 პარტია  ითამაშეს: 100 წუთი 40 სვლაზე/50 წუთი 30 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლოდე, 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. მეექვსე პარტიის შემდეგ მოხდა ფერის შეცვლა (მონაწილე, რომელმაც პირველი  პარტია თეთრებით ითამაშა, მეშვიდე შავებით ითამაშა). ვინაიდან ძირითადი მატჩის 12-ვე შეხვედრა ფრედ დასრულდა, გაიმართა დამატებითი ტაი ბრეიქი (დაგეგმილი იყო 4 პარტია 25 წთ.+10 წამი თითოეულ სვლაზე), სადაც მოქმედმა ჩემპიონმა  ვადაზე ადრე სამივე პარტიის მოგებით შეინარჩუნა წოდება.
კარუანამ  კარლსენთან თამაშის  უფლება, მარტში ბერლინში გამართულ კანდიდატთა რვაკაციან ტურნირზე მოიპოვა სადაც 5 პარტია მოიგო, 8 ყაიმით დაასრულა, ერთი წააგო და 9 ქულით გავიდა პირველ ადგილზე,

შეგახსენებთ რომ კარლსენი ჩემპიონი 2013 წელს გახდა, როცა ვიშვანათან ანანდს (ინდოეთი) სძლია. მომდევნო წელს მასთან დაიცვა ტიტული, 2016-ში კი პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულ  სერგეი კარიაკინთან, რომელსაც ასევე ტაი-ბრეიკით მოუგო.

იხილე ვიდეო

  • სათაური: კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-11-2018 8:14 AM
  • Tags:
Top