ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართული ჭადრაკის კიდევ ერთი აღიარება!

 საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’-ს გენერალურ ასამბლეაზე  ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე  გამართულ არჩევენებში  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, აკაკი იაშვილმა გაიმარჯვა ! ქართველი ვიცე-პრეზიდენტი ასევე ადგილს დაიკავებს ‘ფიდე’-ს  დირექტორთა საბჭოში.

სულ  არჩევნებში 5 ვიცე-პრეზიდენტის პოსტი იყო ვაკანტური, პირველმა ტურმა გამარჯვებულები ვერ გამოავლინა და მეორე ტურში 70 ხმით 115-დან   ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას 4 წლით იაშვილი შეასრულებს.

აღსანიშნავია,რომ წინა დღეს  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი მეორე ვადით ზურაბ აზმაიფარაშვილი  გახდა. იშვიათი შემთხვევაა რომ ერთი  ქვეყნის ორი წარმომადგენელი ‘ფიდე’ ში  წამყვან თანამდებობებზე აირჩიონ და ნამდვილად ქართული ჭადრაკის დიდ წარმატებად შეიძ₾ება ჩაითვალოს!

  • სათაური: ქართული ჭადრაკის კიდევ ერთი აღიარება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-10-2018 1:58 AM
  • Tags:
Top