
დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ბავშვებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე!
11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველობა გაინაწილა ანასტასია კირთაძემ! ანასტასიამ 9-დან 7 ქულით I-II ადგილები გაინაწილა და ვერცხლის მედალს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დასჯერდა. შესანიშნავად იასპარეზა კესარიამ მგელაძემაც 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, მან 9-დან 8 ქულა დააგროვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
9 წლამდე თანატოლებში საპრიზო ადგილები გაინაწილა დავით ნემსაძემაც და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დარჩა სამეულს მიღმა 7 წლამდე ასაკის ბიჭუნებში მოასპარეზე გაბრიელ გაბადაძე. გაბრიელმა 6,5 ქულა დააგროვა და III-IV საფეხური გაინაწილა.
აღსანიშნავია, რომ სამი პრიზიორი: კირთაძე, ნემსაძე და გაბადაძე საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ მანაგაძის მოსწავლეები არიან, ხოლო მგელაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ ნეურონოვის აღსაზრდელია.
ასევე ოთხივე მათგანი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსმენელები არიან რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

- სათაური: ქართველი ბავშვების დიდი წარმატება ანტალიაში!
- ავტორი:
- თარიღი: 27-04-2019 1:02 AM
- Tags: