ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართველმა ქალებმა სერბები 'გაანადგურეს'!

ბათუმში, მიმდინარე ევროპირველობის მეექვსე  ტურში ქართველმა ქალებმა  ‘მშრალი’ ანგარიშით - 4:0 სერბეთის ნაკრები გაანადგურეს! მომდევნო ტურში ჩვენი ქალები აზერბაიჯანის გუნდს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანლებმა დღევანდელ ტურში პირველი ქულა დააკარგინეს რუსეთის ქალთა გუნდს.

ფრედ დაასრულა შეხვედრა ქალთა მეორე გუნდმა პოლონელ კოლეგებთან. სამწუხაროდ დაძაბული ბრძოლის შემდეგ ჰოლანდიელ მოჭადრაკეებთან დამარცხდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ასევე, წარუმატებელი გამოდგა  მეექვსე ტური ორივე ვაჟთა გუნდისათვის.

VI ტურის შედეგები:

ქალები:

სერბეთი 0 : 4 საქართველო  (I);

საქართველო  (II) 2 : 2 პოლონეთი;

საქართველო  (III) 1 : 3 ჰოლანდია;

ვაჟები:

საქართველო  (I) 1,5 : 2,5 ჩეხეთი;

საქართველო  (II) 0.5 : 3,5  შვედეთი;

მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

საქართველო (I)

ნანა ძაგნიძე              (2502)  - 4,5 (6);

ლელა ჯავახიშვილი (2457) - 3,5(5);

ბელა ხოტენაშვილი (2446) – 3,5 (5);

მერი არაბიძე             (2398) – 4 (5);

სალომე მელია          (2380) – 2 (3);

საქართველო  (II)

ნინო ბაციაშვილი (2422) - 3 (5);

ნინო ხომერიკი      (2315)- 2,5(6);

სოფიკო ხუხაშვილი (2341)- 3 (5);

სოფიო გვეტაძე (2297) – 4 (5);

მირანდა მიქაძე  (2279) – 1,5 (3).

საქართველო  (III)

ლილე ქორიძე (1988)  - 3,5 (6);

ეკატერინე ფიფია (1935) – 1,5 (5);

თამარ ესაძე (1885) – 1 (4);

ნია დონღვანი (1903) – 2,5 (5);

დიანა ლომაია (1861) – 2,5 (4).

ვაჟები:

საქართველო (I) 

ბაადურ ჯობავა (2617) – 2 ქულა (5-დან);

ივან ჩეპარინოვი (2670) – 4 (6);

ლევან ფანცულაია (2603) – 3,5 (6);

ლუკა პაიჭაძე           (2574) – 1 (3);

გიგა ყუფარაძე        (2457) – 3(4);

საქართველო  (II)

ნოე თუთისანი (2412)  - 2 (6);

ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441) – 3(6);

ნიკოლოზ კაჭარავა (2428) – 1(5);

გიორგი სიბაშვილი (2382) – 1,5 (3);

ლუკა ობოლაძე         (2336)  - 2(4).

24 ოქტომბრიდან, სასტუმრო 'შერატონში' ევროპის 39 ქვეყნის  გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ  უკვე  უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი იცავს: სამი ქალთა და ორი  ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატია.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.

ორგანიზატორები:

აჭარის მთავრობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა  და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:

ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი

ქალთა შორის:

I    ადგილი  (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;

II   ადგილი  (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი

III  ადგილი  (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია;

ფოტოგალერეა

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

 

 

  • სათაური: ქართველმა ქალებმა სერბები 'გაანადგურეს'!
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-10-2019 2:44 AM
  • Tags:
Top