ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს!

თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს!

ფესტივალზე გამართულ სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიების 5 ტურნირში  576 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა მონაწილეებმა წარმატებით ითამაშეს შემდეგ კატეგორიებში:

B   კატეგორია: I ადგილი - ალექსანდრე რუხაძე; III ადგილი - გიორგი ელაშვილი;ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ელენე წოწონავამ დააფიქსირა, მეორე - რუსუდან მაღლაკელიძე, ხოლო მესამე შედეგი ნინო კეკელიძემ აჩვენა.

C  კატეგორია: I ადგილი - თედო ბოლქვაძე; II ადგილი - თეიმურაზ კვიკვინია;

D  კატეგორია: I  ადგილი - ოთარ სესიკაშვილი;ქალთა ჩათვლაში საუკეთესო შედეგი ხატია მახათაძემ აჩვენა, II-  მერი დიდბარიძე, ხოლო III საპრიზო ადგილი ქრისტინე ხვადაგიანმა დაისაკუთრა.

E   კატეგორია:I ადგილი - მალხაზ ცობეხია; ქალთა შორის I ადგილზე ვერონიკა ტყეშელაშვილი გავიდა, II - მართა ძნელაძე, III - მართა სორდია.

 აღსანიშნავია, ასევე  ფესტივალის დასასრულ გამართულ შეჯიბრზე ელვისებურ ჭადრაკში ნოდარ ლორთქიფანიძის გამარჯვება.

ოფიციალური  ვებგვერდი

  • სათაური: ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-05-2019 10:47 PM
  • Tags:
Top