ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართველმა მოზარდებმა, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინელი თანატოლები დიდი ანგარიშით დაამარცხა!

შეგახსენებთ, პირველ სამატჩო დღეს, 4 პარტია გაიმართა, (2-2 პარტია -  15 წუთი+10 წამი და 3 წუთი+2 წამი)

გოგონათა ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა  რუმინელები: 37.5- 21,5!

ხოლო, ჭაბუკთა გუნდმა თანატოლები შემდეგი ანგარიშით დაჯაბნა: 31,5-28,5!

საერთო ანგარიში პირველი სათამაშო დღის შემდეგ: 69:50!

ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს: რუსუდან მაღლაკელიძემ, ანასტასია კირთაძემ, კესარია მგელაძემ და მართა ძნელაძემ.

4-დან 3,5 დააგროვეს: თამარ ესაძემ,ნია დონღვანმა,კატო ფიფიამ, ანა მამარდაშვილმა, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა,დენიელ საფაროვმა და ნიკოლოზ კაჭარავამ.

შემდეგი შეხვედრები 10 მაისს გაიმართება.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ქართველმა მოზარდებმა, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-05-2020 3:37 AM
  • Tags:
Top