
კონკურსის პირობები:
- კონკურსი ღიაა როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები დიზაინერებისათვის;
- ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში;
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 ესკიზი - ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმა;
- კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერებელი და კომფორტული;
- ესკიზები უნდა იყოს გასაგები - მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ქსოვილის ტიპი;
- ნაკრების ფორმა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 კომპონენტისგან (შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს დამატებითი დეტალები კონკურსანტის მხრიდან):
- ვაჟების შემთხვევაში - შარვალი, პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - ჟილეტი, ჰალსტუხი)
- ქალების შემთხვევაში - ქვედა (ერთიანი კაბა, შარვალი, ბრიჯი, ქვედაბოლო), ბლუზონი ან პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - შარფი);
- ნაკრების ფორმა უნდა იყოს საშემოდგომო (ოლიმპიადა იმართება შემოდგომაზე - 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე);
- მასალად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, შესაბამისად, ესკიზები ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას;
- შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ეროვნული სიმბოლიკა (თუმცა, არ არის სავალდებულო).
- კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს საქართველოს გერბი;
- გასათვალისწინებელია კომპანია „სოკარის“ ლოგოს განთავსება მოხსნა-დამაგრების საშუალებით.
გასათვალისწინებელი ფაქტორი:
- სამოსი საშუალებას უნდა იძლეოდეს, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები ამ ფორმებით ახერხებდნენ როგორც ყოველდღიურ თამაშებს, ასევე ღირსეულად წარსდგნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე საქართველოს სახელით.
- არჩეულ ესკიზში ჟიურის წევრებმა, შესაძლოა, შესწორებები შეიტანონ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com
ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე.
პირველ ადგილზე გასული ესკიზის ავტორი დასაჩუქრდება 1000 ლარით.
მეორე და მესამე ადგილზე გასული ესკიზების ავტორებს გადაეცემათ ოლიმპიადის სამახსოვრო საჩუქრები.
საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური:
დიზაინერები - იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე,
კონსულტანტები - თამარ და ბასა ფოცხიშვილები.
ჟიურის მუშაობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები;
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ნანა იოსელიანი.
საუკეთესო სამეულიდან (როგორც მამაკაცების, ასევე ქალების) საუკეთესო ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე - batumi2018 - გამოკითხვის შედეგად აირჩევა.
გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

- სათაური: კონკურსი მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდების ჩაცმულობაზე
- ავტორი:
- თარიღი: 22-05-2018 3:33 PM
- Tags: