ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქორიძის სენსაციური გამარჯვება!

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლის ლილე  ქორიძის სენსაციური გამარჯვებით დასრულდა ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და პირველობა საერთაშორისო დიდოსტატებთან: მერი არაბიძესა (II)  და სოფიკო ხუხაშვილთან (III) ერთად გაინაწილა.

გარდა საპრიზო სამეულისა პრიზები დაწესებული იყო სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში.

2000-მდე  რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო დიანა ლომაია, ხოლო 1600-მდე მარიამ დოლაკიძე.

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ქორიძის სენსაციური გამარჯვება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-02-2019 11:44 PM
  • Tags:
Top