ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ლელა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა!

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში,ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა სწრაფ ჭადრაკში.

ასპარეზობა 3 დღე გაგრძელდა და 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

ტურნირი საკმაოდ წარმოამდგენლობითი იყო. მასში 4 ქვეყნის 10 საერთაშორისო დიდოსტატი მონაწილეობდა. დაწესებული იყო საკმაოდ მაღალი საპრიზო ფონდი: 18000ლარი

აღსანიშნავია, რომ პირველი სამი საპრიზო ადგილი სწორედ წარმოშობით თელაველმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს.

გამარჯვება 9-დან 6,5 ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის და 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვა.

 გამარჯვებუსლ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-III  ადგილები გაინაწილეს: ქეთი წაწალაშვილმა და მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ანა მათნაძემ.

ტურნირის მონაწილეები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მერის მოადგილემ გურამი გურაბანიძემ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - გიგა ორკოდაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის თანამშრომლებმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.

 ტურნირის საერთაშორისო მსაჯს - სალომე სირაძეს მადლობა გადაუხადა და თაიგული გადასცა ტურნირის დამაარსებლის, ჭადრაკის დიდი ქომაგის ჯიმშერ ჯავახიას ქალიშვილმა - ნატო ჯავახიამ.

ღონისძიების მხარდამჭერი კომპანია GWS-ის წარმომადგენლებმა კი საკუთარი რჩეული დაასახელეს და სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. GWS-ის რჩეული ნინო მაისურაძე გახდა (საერთაშორისო დიდოსტატი, წლების მანძილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი), რომელიც ტურნირში საფრანგეთის სახელით მონაწილეობდა.

სამი დღის განმავლობაში ტურნირის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თელავის ღირსშესანიშნაობები და გაცნობოდნენ მის კულტურასა და ისტორიას. ღონისძიების დასასრულს კი კომპანია GWS-მა მათ საკუთარ ტერიტორიაზე მცირე ექსკურსია და არაჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო.

ტექნიკური  შედეგები

 

  • სათაური: ლელა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-09-2018 2:28 AM
  • Tags:
Top