
ქალთა ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური პარტია ორ ლიდერის: ნინო ხომერიკის და მერი არაბიძეს შორის მე-14 სვლაზე სვლების სამჯერ გამეორებით ყაიმით დასრულდა. ლიდერების დაზავებით ისარგებლა მირანდა მიქაძემ და საკუთარ პარტიაში გამარჯვების შემდეგ მათთან ერთად პირველობას ინაწილებს.
მესამე ტურის შედეგები:
თამარ წერეთელი (2315) ½:½ სალომე მელია(2385)
სოფიო გვეტაძე (2321) 1 : 0 სოფიკო ხუხაშვილი (2342)
მაკა ფურცელაძე (2282) 0 :1 მირანდა მიქაძე (2266)
ნინო ხომერიკი (2347) ½:½ მერი არაბიძე (2392)
ინგა ხურცილავა (2234) ½:½ ალექსანდრა ვახანია (2175)
ქეთი წაწალაშვილი (2326) ½:½ თამარ ესაძე (2078)
მეოთხე ტურის შეხვედრები:
სალომე მელია (2385) - თამარ ესაძე (2078)
ალექსანდრა ვახანია (2175) - ქეთი წაწალაშვილი (2326)
მერი არაბიძე (2392) - ინგა ხურცილავა (2234)
მირანდა მიქაძე (2266) - ნინო ხომერიკი (2347)
სოფიკო ხუხაშვილი (2342) - მაკა ფურცელაძე (2282)
თამარ წერეთელი (2315) - სოფიო გვეტაძე (2321) .
სატურნირო მდგომარეობა:
I-III ადგილი - არაბიძე, მიქაძე,ხომერიკი - 2,5 ქულა;
IV-VII ადგილი - ხუხაშვილი,მელია, ხურცილავა,წერეთელი - 1,5 ქულა;
VIII -IX ადგილი - გვეტაძე,ფურცელაძე - 1 ქულა;
X-XII ადგილი - ვახანია,წაწალაშვილი,ესაძე - 0,5 ქულა.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.
საპრიზო ფონდი: 17500 ლარი.
ადგ. |
პრიზი |
1 |
5500 ლარი |
2 |
4500 ლარი |
3 |
3500 ლარი |
4 |
2500 ლარი |
5 |
1500 ლარი |
I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

- სათაური: ლიდერები მე-14 სვლაზე დაზავდნენ
- ავტორი:
- თარიღი: 21-03-2019 11:52 PM
- Tags: