
რიგით მეოთხე ონლაინ ტურნირი,ელვისებურ ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატის დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე - chess.com გამართული წინა ელვისებური ტურნირიც მაღალაშვილის გამარჯვებით დამთავრდა!
გამარჯვებულმა 7,5 ქულა დააგროვა 10-დან და ნახევარი ქულით გაუსწრო უახლოესს კონკურენტებს.
7-7 ქულით II-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
2.სოფიკო ტერელაძე - ქალთა შორის I ადგილი
3.ბაჩანა მორჩიაშვილი
4.ნიკოლოზ პეტრიაშვილი
5.გიგა ყუფარაძე
ვინაიდან, ქალთა შორის პირველ ადგილზე გასულმა ტერელაძემ ვაჟთა მეორე პრიზი (რომელიც უფრო მაღალია) აიღო, ქალთა შორის პრიზი მერი არაბიძემ დაისაკუთრა.
საპრიზო ფონდი:
1 ადგილი - 100 ლარი
2 ადგილი - 70 ლარი
3 ადგილი - 50 ლარი
საუკეთესო მოჭადრაკე ქალი - 60 ლარი.

- სათაური: მაღალაშვილმა, ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 27-04-2020 7:39 PM
- Tags: