ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მაია ჩიბურდანიძის ვიზიტი ბელარუსში

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ცხრა საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე  1-2 ოქტომბერს საქმიანი ვიზიტით  ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფებოდა. მას შეხვედრები ჰქონდა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე  ფიდეს პრეზიდენტთან, არკადი დვორკოვიჩთან.

        

   

მაიას ვიზიტი, როგორც მინსკში დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის, აქტიურად შუქდებოდა  ადგილობრივ მედია-საშუალებებში.

1 ოტომბერს, მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონმა ‘ბელარუსში ფიდეს  ჭადრაკის სკოლა’  მისი დაამარსებელ, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტ ანასტასია სოროკინასთან ერთად მოინახულა.

დიდი ინტერესით დაათვალიერა სასწავლო კაბინეტები და სათამაშო დარბაზი.

შეგახსენებთ რომ მაია ჩიბურდანიძემ თავად გახსნა სექტემბრის დასაწყისში საჭადრაკო აკადემია (გიორგი ბრწყინვალეს 32,დიდი დიღომი) სადაც ყველა ასაკის და დონის ჭადრაკის მოყვარულს თუ მოჭადრაკეს შეუძლია უძველესი თამაშის შესწავლა. ფიდეს ჭადრაკის სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მაიას ამომწურავ პასუხებს  შეკითხვებზე, დასასრულს დიდმა ჩემპიონმა მათთან ერთად  ფოტოებიც გადაიღო და სამახსოვრო ავტოგრაფებიც დაარიგა.

  

სკოლის გამორჩეული მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაიას ავტოგრაფით მისდამი მიძღვნილი წიგნების საზეიმო ვითარებაში გადაცემა გახლდათ.

2 ოქტომბერს  ‘ბელარუსში ფიდეს ჭადრაკის სკოლის’ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე  მაია ჩიბურდანიძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს ‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიის’ და ‘ბელარუსში ფიდეს ჭადრაკის სკოლის'  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

სამახსოვრო ფოტო ბელარუს მოჭადრაკეებთან.

 

  • სათაური: მაია ჩიბურდანიძის ვიზიტი ბელარუსში
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-10-2019 9:08 PM
  • Tags:
Top