ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მწვრთნელთა გადამზადება იმერეთში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის #ჭადრაკირეგიონში  ფარგლებში  მეორე წელიწადია  მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიხედვით რეგიონებში მოღვაწე მწვრთნელებს წლის განმავლობაში უტარდებათ სასწავლო სემინარები. 

პროექტის  ფარგლებში ფიდესა და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი  ლაშა ჯანჯღავა ამჟამად  იმერეთს რეგიონს  ეწვია და იმერელი მწვრთნელებისათვის ტრენინგები  გამართა.

ლექციათა  კურსი 19-27 ივნისს,  ქუთაისის სასტუმრო-რესტორანში ,,ელეონი’’ გაიმართა და ადგილობრივი მწვრთნელების გარდა  ცაგერისა და ამბროლაურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.მათ შორის: ალექსანდრე არსენიძე, ხათუნა გუბელაძე, ნანა ჭეფხოძე, ფირუზ ცაგარეიშვილი, ნუკრი ჩარკვიანი, ლაშა ჯანჯღავა, ინგა კიკვიძე, რაფიელ ჩარგეიშვილი, ნანა ლეჟავა, ფატმან რიჟამაძე, მერი ჩაფიჩაძე, ზურაბ კობახიძე, ირინა კლიმჩუკი,ვაჟა ვაშაკიძე, შოთა კუჭუხიძე, მერაბ ახვლედიანი, გია ჭუმბურიძე, გიორგი გურგენიძე.

სემინარის მიზანი გახლავთ მწვრთნელებისთვის მუშაობის ახალი მეთოდოლოგიების გაცნობა, გადამზადება და მათთვის უფრო მეტი ცოდნის შეძენა. რეგიონში ჭადრაკის განვითარებისთვის ასეთი სემინარის გამართვა მეტად მნიშვნელოვანია. პროექტი არის მრავალეტაპიანი და ითვალისწინებს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იმუშავონ მწვრთნელებმა ბავშვებთან და მომდევნო ეტაპზე უფროსებთან.

 

  • სათაური: მწვრთნელთა გადამზადება იმერეთში
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-06-2018 5:55 PM
  • Tags:
Top