
საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩების პირველ შეხვედრებში 2 ყაიმი და 2 შედეგიანი პარტია დაფიქსირდა.
პარტიები მოიგეს: ნიგალიძემ - ფანცულაიასთან და პაიჭაძემ - არუთინიანთან. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები მორჩიაშვილმა - სანიკიძესთან და შანავამ - გაგუნაშვილთან.
ხვალ, 2 თებერვალს მონაწილეები მეორე გადამწყვეტ პარტიას ითამაშებენ.
მეორე წრე, პირველი ტური:
ბაჩანა მორჩიაშვილი (2312) ½ : ½ თორნიკე სანიკიძე (2451)
ლუკა პაიჭაძე (2550) 1 : 0 დავიდ არუთინიანი (2551)
ლევან ფანცულაია (2598) 0 : 1 გაიოზ ნიგალიძე (2474)
კონსტანტინე შანავა (2507) ½ : ½ მერაბ გაგუნაშვილი (2580)

- სათაური: მეორე წრე, პირველი ტური
- ავტორი:
- თარიღი: 01-02-2020 11:52 PM
- Tags: