ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეორე წრის მეორე დღეს ორი მონაწილე გაირკვა!

 

საქართველოს 78-ე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრებში ნახევარფინალის 2 მონაწილე გაირკვა. ლევან ფანცულაიამ პირველი ყაიმის შემდეგ დაძაბულ ორთაბძოლაში ირაკლი ბერაძე დაამარცხა და  მომდევნო წრეში არუთინიან-შანავას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლუკა პაიჭაძემ პირველი შეხვედრა მოიგო დავით მაღალაშვილთან და დღეს შავი ფიგურებით შესძლო ყაიმის გაკეთება. ნახევარფინალში მისი მეტოქე ჯოჯუა-ყუფარაძეს შორის მოგებული იქნება.

დავიდ არუთინიანმა და კონსტანტინე შანავამ ორივე პარტია ყაიმით დიდი ბრძოლის გარეშე დაასრულეს და ხვალ ტაი-ბრეიქზე  გაარკვევენ ერთმანეთში უძლიერესს.

დავით ჯოჯუამ გიგა ყუფარაძესთან  გუშინდელი მარცხის შესძლო დღევანდელ პარტიაში ძალების მობილიზება და მიკრო-მატჩის ანგარიშის გათანაბრება. ხვალ, ორი დიდოსტატი ერთმანეთში გაარკვევს თუ ვინ გავა ნახევარფინალში.

დამატებითი ტაი-ბრეიქი ხვალ ჭადრაკის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება და ყველა ჭადრაკის მოყვარულს შეუძ₾ია ‘ჭადრაკიTV’ პირდაპირ ეთერში  უქომაგოს თავის რჩეულს!

ტაი-ბრეიქი:

დავით არუთინიანი- კონსტანტინე შანავა ( გამარჯვებული შეხვდება ლევან ფანცულაია)

დავით ჯოჯუა- გიგა ყუფარაძე ( გამარჯვებული შეხვდება ლუკა პაიჭაძე)

მეოთხედფინალური მატჩების შედეგები:

ირაკლი ბერაძე       0,5 : 1,5 ლევან ფანცულაია 
დავით არუთინიანი 1 : 1 კონსტანტინე შანავა 
დავით ჯოჯუა         1 : 1  გიგა ყუფარაძე 
დავით მაღალაშვილი
  0,5 : 1,5 ლუკა პაიჭაძე

  • სათაური: მეორე წრის მეორე დღეს ორი მონაწილე გაირკვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-02-2019 11:33 PM
  • Tags:
Top