ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეოთხე ეტაპიც დასრულდა...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ 14-16 ნოემბერს გრან პრის მეოთხე ეტაპს უმასპინძლა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

სწრაფ ჭადრაკში დამაჯერებლად  გაიმარჯვა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ ნიკოლოზ პეტრიაშვილმა! გამარჯვებულმა  9-დან 8 ქულა დააგროვა და 1,5 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ გიგა ყუფარაძეს. 6-6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3.ირაკლი ახვლედიანი;  4.კამალ აგასიევი.

U2100-მდე  რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი თორნიკე წერეთელმა აჩვენა, ხოლო U1700-მდე დენიელ საფაროვი იყო საუკეთესო.

დებულება

 ტექნიკური შედეგები

 

საქართველოს ნაკრების წევრის გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა გრან პრის მეოთხე ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში! გიგამ, 9-დან 8 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისთვის. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ და საპრიზო სამეულში ადგილები გაინაწილეს: 2. ალექსანდრ ფიერი; 3.ბაჩანა მორჩიაშვილი.
U2100-მდე  რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი თენგიზ მინდიაშვილმა დააფიქსირა ხოლო U1700-მდე ლუკა მიქავამ.

დებულება

 ტექნიკური შედეგები

  • სათაური: მეოთხე ეტაპიც დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-11-2019 1:44 AM
  • Tags:
Top