ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მომქმედი ჩემპიონის რანგში...

მერი არაბიძემ საქართველოს  ქალთა ჩემპიონატის დასკვნით ტურში,  მომქმედი ჩემპიონის რანგშიც თავდაუზოგავად იბრძოლა და მორიგი გამარჯვება იზეიმა! ამრიგად, მის აქტივში 8 გამარჯვება და 3 ყაიმია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში ჩემპიონატის ყველა მონაწილემ  ბოლომდე იბრძოლა და არც ერთი პარტია ყაიმით არ დასრულებულა!

საპრიზო სამეულისათვის დიდი დატვირთვა ჰქონდა სოფიკო ხუხაშვილის და მირანდა მიქაძის შეხვედრას, დაძაბულ ბრძოლაში ხუხაშვილმა გაიმარჯვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, მთელი ტურნირის განმავლობაში ცხრილის სათავეში მყოფმა მიქაძემ ბოლო 3 პარტია წააგო ზედიზედ და მეოთხე ადგილს დასჯერდა. მესამე საპრიზო ადგილი გადამწყვეტ ტურში გამარჯვებით სალომე მელიამ დაისაკუთრა.

საპრიზო სამეულში  გასული მონაწილეები ფულადი პრიზების გარდა ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურებითაც დაჯილდოვდნენ. ევროპის ჩემპიონატს 10 აპრილიდან 23 აპრილამდე თურქეთის ანტალია უმასპინძლებს.

 

მეთერთმეტე ტურის შეხვედრები:

ინგა ხურცილავა       (2234)  0 : 1  სალომე მელია  (2385)  

ქეთი წაწალაშვილი   (2326) 1 : 0  ნინო ხომერიკი   (2347) 

თამარ ესაძე               (2078)  0 : 1 მაკა ფურცელაძე (2282)

ალექსანდრა ვახანია (2175)  1 : 0  სოფიო გვეტაძე    (2321)  

მერი არაბიძე             (2392)  1 : 0  თამარ წერეთელი  (2315) 

მირანდა მიქაძე          (2266)  0 : 1  სოფიკო ხუხაშვილი (2342) 

სატურნირო მდგომარეობა:

I   ადგილი  -   არაბიძე -  9,5 ქულა;

II ადგილი - ხუხაშვილი - 7,5 ქულა;

III ადგილი - მელია - 7 ქულა;

 IV ადგილი- მიქაძე - 6,5 ქულა;

V  ადგილი  - წაწალაშვილი - 6,5 ქულა;

VI  ადგილი - ხომერიკი  - 6 ქულა;

VII ადგილი - გვეტაძე - 5,5 ქულა;

VIII ადგილი  -  წერეთელი - 5 ქულა;

IX ადგილი   - ფურცელაძე  - 5 ქულა;

X  ადგილი   -  ვახანია    - 3,5 ქულა;

XI ადგილი  -  ხურცილავა  - 3 ქულა;

XII ადგილი  -   ესაძე      - 1  ქულა.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

საპრიზო ფონდი: 17500 ლარი.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა  77-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 

 

 

 

  • სათაური: მომქმედი ჩემპიონის რანგში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-03-2019 4:12 AM
  • Tags:
Top