ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში შეიკრიბა...

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა ‘კაირნსის თასმა’ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ტურნირში პერსონალურად მიწვეულია ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.

სასტარტო სია:

  1. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი;2583)
  2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი;2580)
  3. მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2552)
  4. კატერინა ლაგნო (უკრაინა;2552)
  5. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2518)
  6. ნანა ძაგნიძე  (საქართველო;2515)
  7. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2504)
  8. ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2461)
  9. ირინა კრაში (აშშ;2422)
  10. კარისა იიპი  (აშშ;2412).

 

პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:მუზიჩუკი - ცზიუ ვენცზიუნი;კონერუ-იიპი;ლაგნო-ჰარიკა;ძაგნიძე-გუნინა;კოსტენიუკი-კრუში.

ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად.

საპრიზო ფონდი - $180,000; I ადგილი - 45,000$; II ადგილი - 35,000$; III ადგილი - 25,000$;

სათამაშო დღეები: 7-11 თებერვალი; 13-16 თებერვალი;

დასვენების დღე:12 თებერვალი;

პარტიების დასაწყისი 22:00 საათი (თბილისის დროით).

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
 

  • სათაური: მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში შეიკრიბა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-02-2020 7:01 PM
  • Tags:
Top