
დღეს, 17:00 საათზე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში,საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დახურვა გაიმართება!
2019 წლის საქართველოს საკლუბო პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა.
ჩემპიონატი ორ ზონად: აღმოსავლეთი და დასავლეთი გაიმართა . მასში მონაწილეობა 20 კლუბის 350-მდე მოჭადრაკემ მიიღო.
ასპარეზობა 9 თვე გაგრძელდა და თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 8 მოჭადრაკით (I-II დაფა -მოზრდილები;III-IV U16; V-VI-U12; VII-VIII-U10)
თითოეული ზონის 2 გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით 18-19 დეკემბერს შეეჯიბრება ერთმანეთს.
ფინალური ოთხთა ტურნირის საპრიზო ფონდი 14 000 ლარს შეადგენს.
ჩემპიონატის დახურვაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

- სათაური: ა ნ ო ნ ს ი
- ავტორი:
- თარიღი: 19-12-2019 3:45 PM
- Tags: