ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნანა ალექსანდრია - 70!

13 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა!

 ნანა ალექსანდრიამ, როგორც საჭადრაკო მოღვაწემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1971 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას. 16 წელი ხელმძღვანელობდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში (FIDE) ქალთა ჭადრაკის კომისიას. იყო ევროსაბჭოში საქართველოს ეროვნული ელჩი სპორტში, ტოლერანტობასა და სამართლიან თამაში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების დაარსება, ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება. 

ნანა ალექსანდრიამ მისასალმებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და გაიხსენა საჭადრაკო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიები.

იუბილარს მიესალმნენ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსლეიანი, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ჭიდაობაში მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი და სხვა სტუმრები.

 საიუბილეო საღამოზე,  ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალ - „ნანა ალექსანდრიას თასი“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

  • სათაური: ნანა ალექსანდრია - 70!
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-10-2019 5:13 PM
  • Tags:
Top