ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნანა იოსელიანის თასი საგარეჯოელებმა დაისაკუთრეს!

გურჯაანის სპორტულ გაერთიანებაში არსებულ, საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში, მესამედ ჩატარდა კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებულის, ნანა იოსელიანის სახელობის თასზე.
ტურნირის ჩემპიონობა და შესაბამისად, გარდამავალი თასიც, საგარეჯოს უძლიერესმა გუნდმა დაისაკუთრა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე კი თელავისა და გურჯაანის საჭადრაკო კლუბები გავიდნენ.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს, მედლებისა და სიგელების გარდა, საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის მიერ დაწესებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი ვაუჩერი, პირადად ქალბატონმა ნანა იოსელიანმა გადასცა.ასევე, დაწესებული იყო საჭადრაკო მოღვაწის ჯიმი ჯავახიას თასი საუკეთესო მწვრთნელისათვის. საუკეთესო შედეგი მწვრთნელთა შორის საგარეჯოს წარმომადგენელმა ირაკლი ქვლივიძემ დააფიქსირა.
ღონისძიებას, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

  • სათაური: ნანა იოსელიანის თასი საგარეჯოელებმა დაისაკუთრეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-11-2019 5:32 PM
  • Tags:
Top