
სენტ-ლუისში მიმდინარე ტურნირზე ‘Cairns Cup’, სამი ტურის შემდეგ 2,5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე!!!
ასპარეზობაზე მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი მონაწილეობს; ხოლოსაპრიზო ფონდი 180 000$ შეადგენს,საიდანაც გამარჯვებული 45 000$ მიიღებს.
პირველ ტურში ნანამ, თეთრებით ვალენტინა გუნინა დააშამათა, მეორე ტურში ჰარიკა დრონავალს დაუზავდა, ხოლო მესამეში მასპინძელთა წარმოამდგენელს, კარისა იიპის მოუგო.
სატუნრირო მდგომარეობა:
1. ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 2,5
2. კატერინა ლაგნო (რუსეთი) - 2
3. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) - 2
4. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - 2
5. ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) - 1,5
6. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) - 1,5
7. ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - 1,5
8. ვალენტინა გუნინა (რუსეთი) - 1
9. ირინა კრუში (აშშ) - 1
10. კარისა იიპი (აშშ) - 0

- სათაური: ნანა ძაგნიძე ერთპიროვნულად დაწინაურდა!
- ავტორი:
- თარიღი: 10-02-2020 8:49 AM
- Tags: