ბათუმი 2018: ოლიმპიადა დაიწყო!

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, დღეს დაიწყო.
პირველი სიმბოლური სვლა საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების ლიდერის ბაადურ ჯობავას დაფაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეასრულა.
საქართველოს პირველმა ნაკრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდი 3,5:0,5 დაამარცხა. ვერ გაიმარჯვა მხოლოდ ჯობავამ, რომელმაც დიდოსტატ იეჰუდა გრუნფელდთან ყაიმი ითამაშა, დანარჩენებმა კი მოიგეს: მიხეილ მჭედლიშვილმა ვიქტორ ვარეჟკინი დაამარცხა, ლევან ფანცულაიამ ლუის მარტინი, დავით ჯოჯუამ კი ტომას იანკუნასს სძლია.

‘ჭადრაკი სკოლაში’

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 15-16 სექტემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საჯარო სკოლებში ჭადრაკის ელექტრონული სწავლების პროგრამაში ჩართული პედაგოგების გადამზადება.

‘ჭადრაკი სკოლაში’ პროგრამის  ფარგლებში გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს:   თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებმა.

ჭადრაკის ფედერაციის და კომპანია სოკარის თანამშრომლობის 10 წლის იუბილე

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 14 სექტემბერს, სასტუმრო „Rooms Hotels Tbilisi“ -ში კომპანია სოკართან თანამშრომლობის 10 წლის იუბილე აღნიშნა.

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 6

 

15.09.2018 წ. ; ჭადრაკის სასახლე;       

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ა.იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,                         

                მ. ჩიბურდანიძე,  ნ. იოსელიანი,  ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი, დ. გურგენიძე,                                                   

                 გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი, ალ. არსენიძე,  ლ. ჯანჯღავა, ს. გვეტაძე,                                

ხომერიკმა ბრინჯაო დაისაკუთრა!

თურქეთის გებზეში  დასრულდა 20 წლამდე ასაკის  მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა  შორის  შესანიშნავად  იასპარეზა და  11-დან  8 ქულით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა  ევროპის მრავალგზის  ჩემპიონმა თანატოლებს შორის, ნინო ხომერიკმა!

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს  ფანტასტიური  სტარტი   6-დან 6 მოგება!

ოლიმპიადას ახალი მხარდამჭერი ჰყავს!

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გიორგაძემ და კომპანია ‘ნექსია თიეის’ მმართველმა პარტნიორმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლობის ხელშეკრულება

 დღეს, ვერის პარკში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გააფორმეს. 
'მოხარული ვარ, რომ ჩვენს საჭადრაკო ოჯახს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა' - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. 

გვერდები

Top