შაოხინგში, დასრულდა...

 

ჩინეთის ქალაქ შაოხინგში დასრულდა უძლიერესი ქალთა ‘ღია’ ტურნირი. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა და მასში ორმა წამყვანმა ქართველმა დიდოსტატმა: ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოს ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი;2474) 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ: გუო ქი (ჩინეთი;2375) და ჰარიკა დრონოვალი (2492).

ფოთში, სტარტი აიღო უძლიერესმა საერთაშორისო ფესტივალმა!

ფოთში, სტარტი აიღო უძლიერესმა, რიგით მე-14 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა! ასპარეზობის ფარგლებში  10 ტურნირი გაიმართება და მასში 9 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ხოლო, ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის თორნიკე სანიკიძის პირველობით დასრულდა ბათუმის მერიის თასის ტრადიციული გათამაშება! გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა, I-II ადგილები შანტ სარგსიანთან (სომხეთი;2529) ერთად გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობაც დაისაკუთრა.

გამარჯვებულებს ნახევარი ქულით  ჩამორჩნენ და კოეფიციენტთა ცხრილით  შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.დავით მაღალაშვილი (2485)

4. ლევან ფანცულაია (2612).

ძაგნიძე და ბაციაშვილი ჩინეთში ასპარეზობენ...

 

ჩინეთის ქალაქ შაოხინგში სტარტი აიღო უძლიერესმა ქალთა ტურნირმა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართება და მასში ორი ქართველი დიდოსტატი: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული საჭადრაკო ოჯახის  წევრის, საერთაშორისო არბიტრის სულიკო მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

პანაშვიდი: 2-3 ივლისი 17:00 საათიდან;

მისამართი:თბილისი, ყიფშიძის 4, II სადარბაზო, X სართული.

გამოსვენება: 4 ივლისს,14:00 საათზე, ვაკის სამების ეკლესიიდან.

 

მეორე კორპორატიული ჩემპიონატი

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით მეორე კორპორატიული პირველობა.

ჩემპიონატში სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების (კორპორაციების) 18 გუნდი მონაწილეობდა. გუნდი 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისგან შედეგბოდა, ამასთანავე აუცილებელი პირობა გახლდათ შემადგენლობაში კომპანიის 2 თანამშრომელის მონაწილეობა.

გვერდები

Top