დიდება დედოფალს!

 

4 სექტემბერს, CinéDOC-Tbilisi-ს ფესტივალის ფარგლებში გამორჩეული კინოჩვენება გაიმართა, ლეგენდარულ ჩემპიონებზე  გადაღებული ფილმი -  'დიდება დედოფალს'

ფილმის ჩვენებას თავად გმირები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი ესწრებოდნენ.

 ჩვენების დასასრულს  მაყურებელს ჰქონდა   საშუალება ფილმის გმირებსა და შემოქმედებით გუნდთან საუბრის. 

ბათუმში,პირველი საჭადრაკო ღონისძიება გაიმართა...

ბათუმში, პანდემიის შემდეგ პირველი საჭადრაკო ღონისძიება გაიმართა.
შეჯიბრს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით სასტუმრო ‘მიმინომ’ უმასპინძლა. ასპარეზობის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულები დააჯილდოეს: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, საქართველოს ჩემპიონმა ვაჟთა შორის გიგა ყუფარაძემ, საერთაშორისო დიდოსტატმა დავით მაღალაშვილმა და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია კაკუშაძემ

‘ჭადრაკი სკოლაში’

საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის ,’ჭადრაკი სკოლაში’ ფარგლებში მასწავლებელთა სწავლება  გაიმართა.

ჭადრაკის სასახლემ, 31 აგვისტოდან – 1 სექტემბერის ჩათვლით,   ჭადრაკის ელექტრონული სწავლების პროგრამის ‘ჭადრაკი სკოლაში’  ფარგლებში მონაწილე პედაგოგების სემინარს უმასპინძლა. პედაგოგებმა II-III კლასებისათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა შეისწავლეს.

პროექტში საქართველოს ხუთი რეგიონის 10 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

1.შორენა მოდებაძე (თბილისი)

ჭადრაკი სკოლაში...

პროექტის ''ჭადრაკი სკოლაში'' პედაგოგების გადამზადება

საჯარო სკოლებისათვის გრძელდება პროექტი ”ჭადრაკი სკოლაში” – ჭადრაკის ელექტრონული სწავლების პროგრამა II და III კლასისათვის.

თბილისში, ჭადრაკის სასახლეში 31 აგვისტოდან – 1 სექტემბერის ჩათვლით, გაიმართება ჭადრაკის ელექტრონული სწავლების პროგრამით სწავლების მსურველი პედაგოგების გადამზადება.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 28 აგვისტოს 18:00 საათამდე.

პირველად, ჭადრაკის ისტორიაში!

პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, საერთაშორისო  ფედერაციის ‘ფიდე’ ორგანიზებით,   22 ივლისს აიღო სტარტი და  30 აგვისტომდე გასტანს საჭადრაკო ონლაინ-ოლიმპიადა!

ღონისძიება, პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე: ‘chess.com’  მიმდინარეობს.

უძლიერესები გამოვლინდნენ!

საერთაშორისო ოსტატის ნიკოლოზ კაჭარავას (მწვრთნელი მიხეილ მჭედლიშვილი)  დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის!

ნიკამ, ასპარეზობა ზედიზედ 6 გამარჯვებით დაიწყო და შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს!

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ პეტრიაშვილი (მწვრთნელი მიხეილ მჭედლიშვილი;ლაშა ჯანჯღავა), ხოლო მესამე ადგილზე 7 ქულით ფიდეს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი (მწვრთნელი დავით ჯოჯუა;ლეონიდ ნეურონოვი) გავიდა.

კაჭარავა, ერთპიროვნულად დაწინაურდა!

ნიკოლოზ კაჭარავამ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურში შავი ფიგურებით გაიმარჯვა ნიკოლოზ ცომაიასთან და ერთპიროვნულად დაწინაურდა!

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ჯაბა ადამია და ირაკლი ახვლედიანი.

მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კაჭარავა - ადამია და პეტრიაშვილი - ახვლედიანი.

გვერდები

Top