ევროპის გუნდური ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა!

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ევროპის XXII გუნდური ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ცერემონია ქართულმა ცეცხლოვანმა ცეკვამ გახსნა და უცხოელი სტუმრების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი

23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ევროპის XXII გუნდური ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ხოლო, 24 ოქტომბრის, 15:00 საათიდან, სასტუმრო 'შერატონი' ევროპის 39 ქვეყნის  გუნდები ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ  უკვე  უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი დაიცავს: სამი ქალთა და ორი  ვაჟთა.

წარმატებით ასპარეზობს!

15 ოქტომბრიდან ინდოეთის ნიუ დელიში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში საქართველოს ღირსებას ქვეყნის მომქმედი ჩემპიონები: ელენე წოწონავა და ლუკა ლიჩელი დაიცავენ.

ნანა ალექსანდრია - 70!

13 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა!

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს  ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წარმომადგენელს, საერთასორისო დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას!

 

ნანა   ალექსანდრია

მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი;

ექვსი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული;

მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

 

ჯობავამ გამარჯვებით დაიწყო!

ინგლისის კუნძულ მენზე სტარტი აიღო მსოფლიოში  უძლიერესმა საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირმა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 432 500$ შეადგენს  და გამარჯვებული  პრეტენდენტთა ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი გიორგაძეს!

 

გიორგი გიორგაძე

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვაჟთა შორის;

გვერდები

Top