ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნინო ბაციაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

ბათუმელი დიდოსტატის ნინო ბაციაშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი! ნინომ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა კონკურენტებისათვის.აღსანიშნავია, რომ  ბაციაშვილი მესამედ გახდა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულის მფლობელი! საქართველოს ქალთა  ჩემპიონატი მისი გამარჯვებით  დასრულდა:2015 და 2018 წლებში.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და საპრიზო ადგილები გაინაწილეს საერთაშორისო დიდოსტატებმა: მერი არაბიძემ (ქუთაისი) და ბელა ხოტენაშვილმა (თელავი).დამატებითი მაჩვნებელებით ვერცხლის მედალს საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი მერი არაბიძე დაეპატრონა.

IX ტურის შედეგები:

ბაციაშვილი  (2457) ½ : ½  ხოტენაშვილი (2458)

ჯავახიშვილი (2475) ½ : ½   ხუხაშვილი (2339)  

არაბიძე    (2428) ½ : ½    გვეტაძე (2308)

მელია       (2370)  1 : 0   წოწონავა (2012)
ხომერიკი (2319)  ½ : ½  ვახანია (2138)

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1. ნინო ბაციაშვილი - 7 ქულა;
2.მერი არაბიძე - 6,5 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა;

4.  ლელა ჯავახიშვილი - 6 ქულა;
5. სოფიო გვეტაძე - 5 ქულა;
6. სალომე მელია - 5  ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი - 4 ქულა;
8.ნინო ხომერიკი - 3 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -2 ქულა;

10. ელენე წოწონავა  - 0 ქულა;

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, 9 ტურად.შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელი იყო მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

ქალთა პირველობა ჭადრაკის საერთაშორისო დღეს – 20 ივლისს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  ჩემპიონატი ერთ-ერთი პირველი სპორტული ღონისძიება იყო. საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენდა ( I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 7 000 ლარი, III ადგილი – 5 000 ლარი და ა. შ.).

ქალთა 77-ე ჩემპიონატის ორგანიზატორი გახლდათ, პარტნიორი კომპანია ‘ევროპაბეთი’ ხოლო  მხარდამჭერი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ნინო ბაციაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-07-2020 3:13 PM
  • Tags:
Top