ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნინო ხურციძის მემორიალის გახსნას გალაქტიონ და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა

დღეს, 17 სექტემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის , გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახელობის სახლ-მუზეუმში ნინო ხურციძის მემორიალი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და  მემორიალის  დირექტორი ზაზა ლომინაძე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული  და ასპარეზობის მთავარი მსაჯი ნანა იოსელიანი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და საჭადრაკო სამყაროს წამყვანი მოჭადრაკეები.

ნინო ხურციძე - ქართული და მსოფლიო საჭადრაკო ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც მძიმე დაავადების გამო ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

ნინო ხურციძე

(1975 – 2018)

მსოფლიო ჩემპიონი 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1991)

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1993;1995)

მსოფლიო ხუთი საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე (1998;2000;2002;2006;2012)

მსოფლიოს სამი გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (2007;2011;2013)

ევროპის შვიდი გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (1999;2003;2005;2007;2009;2011;2013);

პირად დაფაზე ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატების სამივე სინჯის (ოქრო;ვერცხლი;ბრინჯაო) მფლობელი;

ქალთა შორის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1989;1993;2005;2006;2013;)

ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონი (1998)

საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის;

ევროპის საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი.

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: ნინო ხურციძის მემორიალის გახსნას გალაქტიონ და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-09-2019 9:49 PM
  • Tags:
Top