ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ნონა'-მ, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხედ გაიმარჯვა!

ბათუმის საჭადრაკო კლუბის ‘ნონა’-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა მონტენეგროს ქალაქ ულცინში გამართული ევროპის რიგით 24-ე საკლუბო ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის!

ბათუმის კლუბმა 7 მატჩიდან 4 მოიგო (მათ შორის ყველა მატჩი ძრითად კონკურენტებთან) და მეოთხედ (!) მოიპოვა ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული!

10-10 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: უკრანის ‘Kyiv Chess Federation’ და მონაკოს 'Cercle d’Echecs Monte Carlo’-მ. აღსანიშნავია, რომ ორივე პრიზიორი გუნდი ჩვენებმა დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს!

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საჭადრაკო კლუბ ‘ნონა‘ -ს მოღვაწეობას  ბათუმის მერია აფინანსებს.ჩემპიონატზე კლუბის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე გახლდათ, ხოლო გუნდის მენეჯერი გიორგი ჭანტურია.

ჩვენმა ქალებმა პირად ჩათვლაშიც საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

პირველ დაფაზე მეორე შედეგი დააფიქსირა ნანა ძაგნიძემ, მეორე დაფაზე - მეოთხე იყო ლელა ჯავახიშვილი, ხოლო მესამე და მეოთხე დაფებზე  მოთამაშე ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა საუკეთესო რეიტინგ პერფომანსი აჩვენეს.

ბელამ და ნინომ ოქროს მედლები დაისაკუთრეს პირად დაფებზე

ტექნიკური შედეგები:

1 დაფა -ნანა ძაგნიძე    (2502) – 4 ქულა (6-დან);

2. ლელა ჯავახიშვილი (2457) – 4 (7);

3.ნინო ბაციაშვილი       (2422) – 4,5 (6);

4.ბელა ხოტენაშვილი    (2446) – 4 (6);

5.სალომე მელია             (2380) – 1 (3);

საკლუბო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: 'ნონა'-მ, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხედ გაიმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-11-2019 4:58 AM
  • Tags:
Top