ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ოლიმპიადას ახალი მხარდამჭერი ჰყავს!

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გიორგაძემ და კომპანია ‘ნექსია თიეის’ მმართველმა პარტნიორმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლობის ხელშეკრულება

 დღეს, ვერის პარკში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გააფორმეს. 
'მოხარული ვარ, რომ ჩვენს საჭადრაკო ოჯახს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა' - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. 

'კომპანია 'ნექსია თიეი’ მოხარულია 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით’ - განაცხადა კომპანია ‘ნექსია თიეის’ მმართველმა პარტიორმა გიორგი მღებრიშვილმა

საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ბათუმმა უდიდესი სპორტული ტურნირის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა.

  • სათაური: ოლიმპიადას ახალი მხარდამჭერი ჰყავს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-09-2018 12:41 AM
  • Tags:
Top