ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ორი ლიდერი ორი გამარჯვებით!

საქართველოს  V საკლუბო ჩემპიონატმა თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში აიღო სტარტი.

ასპარეზობაზე 8 კლუბი მონაწილეობს  და წილისყრის შედეგად შემდეგნაირად განლაგდნენ:

1.თბილისის ‘თბილისი’

2.ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის ‘ზუგდიდი’

3.ბათუმის ‘ნონა’

4.რუსთავის ‘რუსთავი 1’

5.ქუთაისის  ‘იმერეთი

6.გურიის ‘ოზურგეთი’

7.რუსთავის ‘რუსთავი 2’

8.თბილისის ‘ამომავალი ვარსკვლავი’.

 

პირველ ტურში  ყურადღების ცენტრში ორი უპირობო ფავორიტის: ’ნონას’ და ‘რუსთავი 1’ დაპირისპირება გახლდათ. დაძაბული მატჩი საბოლოოდ ფრედ - 3:3 დასრულდა.

დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს: ‘თბილისმა’ ‘გურიასთან’ 5:1,  და‘ზუგდიდმა’ ‘იმერეთთან’ - 4,5:1,5’ .

მეორე ტურის არცერთ მატჩში ფავორიტები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ამიტომ თითქმის ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით დასრულდა.

‘თბილისი’      5,5 – 0,5 ‘იმერეთი’

‘რუსთავი 1’       5 : 1    ‘ოზურგეთი’

‘რუსთავი 2’   0,5  - 5,5  ‘ნონა’

‘ამომავალი ვარსკვლავი’ 3,5 : 2,5 ‘ზუგდიდი’.

 

ორი  ტურის შემდეგ ორი სამატჩო გამარჯვებით  ორი თბილისის კლუბი ლიდერობს: ‘თბილისი’ და ‘ამომავალი ვარსკვლავი’.

სამ-სამი  ქულით შემდეგ ადგილებს ინაწილებენ: ‘ნონა’ და ‘რუსთავი 1’.

მეხუთე ადგილზე ორი ქულით ‘ზუგდიდი’ იმყოფება, ხოლო ბოლო ადგილებზე ორივე მარცხით იმყოფებიან: ‘რუსთავი 2’, ‘ოზურგეთი’ და ‘იმერეთი’.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება

  • სათაური: ორი ლიდერი ორი გამარჯვებით!
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-11-2018 11:44 PM
  • Tags:
Top