ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ოსტატობა დაიმტკიცა!

 

ნიკოლოზ კაჭარავამ მესამედ შეასრულა ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმა ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირზე და ‘ფიდეს’ უახლოესს კონგრესზე წოდება ოფიციალურად მიენიჭება!  კაჭარავამ  9-დან 5,5 ქულა დააგროვა,  საკუთარ რეიტინგს 6 ქულა შემატა  და 45-ე ადგილზე გავიდა.  შეჯიბრის მეორე ქართველმა მონაწილემ კატო ფიფიამ კი 4 ქულა დააგროვა, 231-ე საფეხურზე დაფიქსირდა და 45,6 ქულა შემატა რეიტინგს.

პარდუბიცეს ღია ტურნირი საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთ მასშტაბურ და უძლიერეს ტურნირად ითვლება. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა და მასში 37 ქვეყნის 323 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

დაძაბულ ბრძოლაში პირველ ადგილზე 7,5 ქულით ჩეხი ჟირი შტოჩეკი გავიდა, 7-7 ქულით  II-X ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე ასევე ჩეხი ვიქტორ ლაზნიჩკა განთავსდა, ხოლო მესამეზე სერგეი მოვსესიანი (სომხეთი).

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ოსტატობა დაიმტკიცა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-07-2019 2:51 AM
  • Tags:
Top