ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პატარა ჩემპიონები გამოვლინდნენ!

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა  შორის.

გოგონათა შორის ბრწყინვალე შედეგით 7-დან 7(!) გამარჯვება, პირველობა არავის დაუთმო მართა სამადაშვილმა (მწვრთნელი მზია წერეთელი)! ჩემპიონს 1,5 ქულით ჩამორჩა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ანა ბლიაძე (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი), 5 ქულით მესამე ადგილზე იოანა ჯოჯუა (მწვრთნელი მერი ჟორჟოლიანი) განთავსდა.

ტექნიკური შედეგები

 

ასევე ქულათა  მაქსიმუმით გაიმარჯვა ნიკოლოზ ჯანგველაშვილმა (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) თანატოლ ბიჭუნებს შორის! 5,5-5,5 ქულით II-IV ადგილები გაინაწილეს დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.მამუკა კალანდაძე  (მწვრთნელი ციცინო კახაბრიშვილი);

3.ლუკა ქუნთელია    (მწვრთნელი მზია წერეთელი);

4.გიორგი კორძაძე     (მწვრთნელი ირაკლი კილაძე).

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

  • სათაური: პატარა ჩემპიონები გამოვლინდნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-04-2019 11:32 PM
  • Tags:
Top