
თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლის, ფიდეს ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა რიგით მეოთხე ტურნირი ‘Tbilisi Sunday’ ელვისებურ ჭადრაკში!
გამარჯვებულმა 11-დან 9,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე, ამასთანავე პეტრიაშვილმა საკუთარ რეიტინგს 75(!) ქულაც შემატა.
მეორე ადგილზე 9 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 8,6 ქულით გიორგი კორძაიამ დაისაკუთრა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძე აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში ზურაბ კორძაძემ.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 650 ლარს შეადგენდა.

- სათაური: პეტრიაშვილის პირველობით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 25-02-2019 10:47 PM
- Tags: