ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფინალისტები გამოვლინდნენ!

 

 

დასასრულს მიუახლოვდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი. ნახევარფინალურ, 2 პარტიისგან შემდგარ მიკრო-მატჩში გამოვლინდა გადამწყვეტი ფინალის ორი მონაწილე.

დაძაბულად მიმდინარე ნახევარფინალში, ლუკა პაიჭაძემ - ლევან ფანცულაია დაამარცხა, ხოლო თორნიკე სანიკიძემ - კონსტანტინე შანავა. ამრიგად, ფინალში ერთმანეთს  პაიჭაძე და სანიკიძე შეებრძოლებიან.

აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი უკვე ფლობდა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს, სანიკიძე - 2009 წელს; პაიჭაძე - 2017 წელს.

მესამე ადგილის  და ევროპის ჩემპიონატის საგზურისათვის ერთმანეთს ფანცულაია და შანავა დაუპირისპირდებიან.

V-VIII ადგილისათვის ბრძოლაში: დავით არუთინიანმა გაიოზ ნიგალიძეს მოუგო, ხოლო მერაბ გაგუნაშვილმა ბაჩანა მორჩიაშვილს.

ტექნიკური შედეგები:

პაიჭაძე        1,5 : 0,5  ფანცულაია

სანიკიძე      1,5 : 0,5  შანავა

არუთინიანი 1,5:0,5  ნიგალიძე;

გაგუნაშვილი  2 : 0  მორჩიაშვილი.

ხვალ,6 თებერვალს მონაწილეები დაისვენებენ, ფინალური შეხვედრები 7 თებერვლის 15:00 საათიდან განახლდება.

შეაგხსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 29 500 ლარს შეადგენს.

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

-I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2020 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;

 

დებულება

ფოტოგალერეა

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ფინალისტები გამოვლინდნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-02-2020 11:57 PM
  • Tags:
Top