
კატო ფიფიამ ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზა .
მან ვაჟთა ტურნირში 7-დან 5 ქულა დააგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხოლო საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა და საკუთარ ელო-რეიტინგს 114 ქულა შემატა. შეჯიბრში პირველობა 6,5 ქულით: საერთაშორისო ოსტატმა ვიქტორ სკლიაროვმა (უკრაინა;2357) და საერთაშორისო დიდოსტატმა პეტრ ნეუმანმა (ჩეხეთი;2440) გაინაწილეს.

- სათაური: ფიფიამ ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა!
- ავტორი:
- თარიღი: 25-07-2018 2:46 PM
- Tags: