ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფიფიას და ხოდაშნელის გამარჯვებით დასრულდა!

კატო ფიფიას და შოთა ხოდაშნელის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული დედაქალაქის ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!

ფიფიამ (მწვრთნელი ზურაბ სტურუა) 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 7-დან 5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ იანა ენგიბარიანს(მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი), ხოლო ბრინჯაოს მედალი 4 ქულით მარიამ სიჭინავამ (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) დაისაკუთრა.

ტექნიკური შედეგები

თშორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ხოდაშნელმა (მწვრთნელი დავით ზარქუა), მის აქტივში 7-დან 6,5 ქულაა.მეორე ადგილზე 5,5 ქულით გიორგი სანიკიძე (მწვრთნელი  დავით გურგენიძე)  გავიდა, ხოლო მესამეზე 5 ქულით ანდრია  ლოლაძე (მწვრთნელი დავით ზარქუა) განთავსდა.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

  • სათაური: ფიფიას და ხოდაშნელის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-06-2019 9:11 PM
  • Tags:
Top