ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველად, ჭადრაკის ისტორიაში!

პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, საერთაშორისო  ფედერაციის ‘ფიდე’ ორგანიზებით,   22 ივლისს აიღო სტარტი და  30 აგვისტომდე გასტანს საჭადრაკო ონლაინ-ოლიმპიადა!

ღონისძიება, პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე: ‘chess.com’  მიმდინარეობს.

ასპარეზობა ფიდეს წევრ  163 ქვეყანას შორის   2 ეტაპადგაიმართება. კონტინენტალურ საჭადრაკო ფედერაციებს აქვს რამდენიმე ქვეყნის ნომინირების შესაძლებლობა, რომლებიც  პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დევიზიონში (19-23 აგვისტო) იასპარეზებენ.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 12 მონაწილისგან. შეხვედრები გაიმართება  6 დაფაზე (2 ვაჟი, 2 ქალი,  ჭაბუკი, გოგონა).

დროის კონტროლი: 15 წუთი 5 წამის დამატებით.

საქართველოს გუნდი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ნომინირებით ასპარეზობაზე ჩაერთვება პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დივიზიონში.

დასკვნით  ეტაპზე ერთამენთს 16 გუნდი შეეჯიბრება: ოთხი ქვეჯგუფიდან სამი გამარჯვებული + 4 გუნდი ფიდეს ნომინირებით.ფინალური ეტაპი ნოკაუტ-სისტემით გაიმართება.

საქართველოს გუნდის შემადგენლობა:

I დაფა – ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე (სათადარიგო)

II დაფა – ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე (სათადარიგო )

III დაფა – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი (სათადარიგო )

IV დაფა – მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი (სათადარიგო )

V დაფა – ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა (სათადარიგო )

VI დაფა – დიანა ლომაია, ლილე ქორიძე (სათადარიგო )

გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოსტატი ვალერიანე გაფრინდაშვილი.

  • სათაური: პირველად, ჭადრაკის ისტორიაში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-08-2020 12:31 AM
  • Tags:
Top