
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატის მესამე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის მე-3 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი ანგარიშით - 3.5:0.5 ამერიკის ძლიერი გუნდი დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა (2474), ლელა ჯავახიშვილმა (2454) და სალომე მელიამ (2385), ნინო ბაციაშვილმა (2454) კი ყაიმით დაასრულა პარტია.
მეოთხე ტურში ჩვენი ქალები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში:
ქალები
მესამე ტური
აშშ 0,5:3,5 საქართველო
ტატევ აბრაჰამიანი (2377) 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი (2474)
ლელა ჯავახიშვილი (2455) 1 : 0 კატერინა ნემცოვა (2315)
კარისა იპი (2279) ½:½ ნინო ბაციაშვილი (2454)
სალომე მელია (2385) 1 : 0 რაშელ ვუ (2120)
რუსეთი 4 : 0 ეგვიპტე
ინდოეთი 2,5 : 1,5 სომხეთი
ჩინეთი 2,5 : 1,5 ყაზახეთი
უკრაინა 3 : 1 უნგრეთი
სატურნირო მდგომარეობა:
I-II ადგილი: რუსეთი, ჩინეთი 6 ქულა;
III ადგილი: უკრაინა - 5 ქულა;
IV ადგილი: ინდოეთი - 4 ქულა;
V-VI ადგილი: საქართველო, აშშ - 3 ქულა;
VII ადგილი: სომხეთი - 2 ქულა;
VIII ადგილი: ყაზახეთი - 1 ქულა;
IX-X ადგილი: უნგრეთი, ეგვიპტე - 0 ქულა;
მეოთხე ტური
ეგვიპტე – უნგრეთი
საქართველო – უკრაინა
ყაზახეთი – აშშ
სომხეთი – ჩინეთი
რუსეთი – ინდოეთი
ვაჟები
მესამე ტური
ირანი 3,5 : 0,5 შვედეთი
ეგვიპტე 0,5 : 3,5 ინდოეთი
ჩინეთი 1,5 : 2,5 რუსეთი
ინგლისი 2 : 2 აშშ
ყაზახეთი 2 : 2 აზერბაიჯანი
სატურნირო მდგომარეობა:
I ადგილი: რუსეთი - 6 ქულა;
II - IV ადგილი: ინდოეთი, აშშ, ინგლისი - 5 ქულა;
V-VI ადგილი: ირანი, ყაზახეთი - 3 ქულა;
VII ადგილი: ჩინეთი - 2 ქულა;
VIII ადგილი: აზერბაიჯანი - 1 ქულა;
IX-X ადგილი:ეგვიპტე, შვედეთი - 0 ქულა;
მეოთხე ტური
შვედეთი – აზერბაიჯანი
აშშ – ყაზახეთი
რუსეთი – ინგლისი
ინდოეთი – ჩინეთი
ირანი – ეგვიპტე

- სათაური: პირველი გამარჯვება ყაზახეთში!
- ავტორი:
- თარიღი: 07-03-2019 11:26 PM
- Tags: