ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველობა გაინაწილეს!

საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ და ეროვნულმა ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვირაო ტურნირში პირველობა გაინაწილეს! დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი რანგით უფროსმა სანიკიძემ დაისაკუთრა.

გამარჯვებულებმა 11-დან 9,5 ქულა დააგროვეს და   ნახევარი ქულით გაასწრეს მესამე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი  ნინო ხომერიკმა აჩვენა, 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში  - ვახტანგ ქარელიძემ, ხოლო 1500-მდე  გიორგი პაპიაშვილმა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 400 ლარს შეადგენდა.

დებულება

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: პირველობა გაინაწილეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-03-2019 4:46 PM
  • Tags:
Top