
ნიკა ვოლკოვმა და ზაზა ხოფერიამ პირველობა გაინაწილეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტრადიციულ, ყოველკვირეულ ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულებმა 11-დან 9 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ვოლკოვმა დაისაკუთრა.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილზე ირაკლი ახვლედიანი გავიდა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი სოფო ტყეშელაშვილმა აჩვენა 7 ქულით, 1880-მდე სარეიტინგო კატეგორიაში ზურაბ გონგლიაშვილმა, ხოლო 1500-მდე გიორგი პაპიაშვილმა.

- სათაური: პირველობა გაინაწილეს
- ავტორი:
- თარიღი: 25-03-2019 2:26 AM
- Tags: