
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის შეჯიბრი გაიმართა. 9-დან 6,5 ქულით I-II ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
1.მაკა ფურცელაძე (2280)
2.ნინო ბაციაშვილი (2280)
მესამე ადგილზე 6 ქულით ინგა ხურცილავა გავიდა.
შეჯიბრზე დაწესებული იყო პრიზები სარეიტინგო კატეგორიებში საუკეთესო შედეგისთვის.
2000- მდე სარეიტინგო კატეგორიაში ლილე ქორიძემ დააფიქსირა საუკეთესო შედეგი, ხოლო 1600-მდე ნია დონღვანმა.

- სათაური: პირველობა გაინაწილეს
- ავტორი:
- თარიღი: 06-04-2019 5:37 PM
- Tags: