
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატ გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 10-დან 8 ქულა დაგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო საერთაშორისო ოსტატ სოფიკო ტერელაძეს. მესამე ადგილზე 7 ქულით საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ პეტრიაშვილი გავიდა.ქალთა შორის პრიზი კი საერთაშორისო დიდოსტატმა მერი არაბიძემ დაისაკუთრა
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.

- სათაური: ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 05-04-2020 11:02 PM
- Tags: