ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია!

დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და  დავით მაღალაშვილი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე წრეში იასპარეზებენ.

დავით ჯოჯუას და მერი არაბიძის პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10წთ.) კი ჯოჯუას გამარჯვებით: 1,5:0,5 დასრულდა.

ანალოგიურად განვითარდა დავით მაღალაშვილის და ნიკოლოზ პეტრიაშვილის მატჩიც. ჯერ 1:1 და შემდეგ 1,5:0,5  მაღალაშვილის სასარგებლოდ.

ხოლო, ლუკა პაიჭაძემ პირველივე ტაი-ბრეიქში 1,5:0,5 დაამარცხა ნიკოლოზ კაჭარავა.
ამრიგად, მეორე წრეში ითამაშებენ: ფანცულაია, არუთინიანი, ბერაძე, ყუფარაძე, შანავა, პაიჭაძე,მაღალაშვილი,ჯოჯუა.

მეორე წრის პირველ სათამაშო დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ლევან ფანცულაია- ირაკლი ბერაძე
დავით არუთინიანი- კონსტანტინე შანავა
დავით ჯოჯუა- გიგა ყუფარაძე
ლუკა პაიჭაძე- დავით მაღალაშვილი

თამაშების დასაწყისი: 14:00- ზე.

დებულება

ფოტოგალერეა

ანალიზით პარტიების პირდაპირი ჩვენება 

საქართველოს ფედერაციის საჭადრაკო ტელევიზია.

 

 

 

  • სათაური: ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-02-2019 8:40 PM
  • Tags:
Top