
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფედერაციის რანგში ღირსეულად დამკვიდრდა .
2008-2018 წლებში მოპოვებულია:
ინდივიდუალური: 51-ოქროს, 57 ვერცხლის, 49 ბრინჯაოს მედალი.
გუნდური: 32-ოქროს, 39 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი.
სულ: 79-ოქროს, 80 ვერცხლის, 78 ბრინჯაოს მედალი.
ჯამში მედლების რაოდენობა - 263
საერთო სტატისტიკა
- დღეის მონაცემებით FIDE-ში რეგისტრირებულია 2273 მოჭადრაკე;
- ფიდეს რეიტინგი აქვს - 1157 მოჭადრაკეს:
- საერთაშორისო დიდოსტატი - 29
- საერთაშორისო ოსტატი - 36
- FIDE-ს ოსტატი - 19
- ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი - 26
- ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი - 13
- ქალთა შორის საერთაშორისო FIDE-ს ოსტატი - 18
- საერთაშორისო ორგანიზატორი - 8
- FIDE-ს სენიორ მწვრთნელი - 6
- FIDE-ს მწვრთნელი - 16
- საერთაშორისო არბიტრი - 14
- FIDE-ს არბიტრი - 11.
ჭადრაკის ფედერაციის ტექნიკური შედეგები :
- 2008 წელი - საუკეთესო გუნდი - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
- 2011 წელი - საუკეთესო გუნდების სამეულში - ქალ მოჭადრაკეთ ნაკრები; ათ საუკეთესოში ახალგაზრდა სპორტსმენი - მერი არაბიძე
- 2014 წელი - საუკეთესო სპორტული მენეჯერი - გიორგი გიორგაძე
- 2015 წელი - საუკეთესო ეროვნული ნაკრები - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
- 2016 წელი - არაოლიმპიურ სახეობათა შორის საუკეთესო ათეულში -ნანა ძაგნიძე, ბაადურ ჯობავა.
- 2017 წელი - საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებეში - ნანა ძაგნიძე
საქართველომ ბოლო წლებში უმასპინძლა:
- ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს (2010;2014)
- ევროპის თასის გათამაშებას კადეტთა შორის (2013);
- მსოფლიო ჩემპიონატს კადეტთა შორის (2016);
- ევროპის ქალთა ჩემპიონატს კლასიკურ ჭადრაკში (2011;2014);
- ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში (2011;2014);
- მსოფლიო ქალთა ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში (2012);
- ევროპის ვაჟთა ჩემპიონატს კლასიკურ ჭადრაკში (2018);
- მსოფლიო გრან პრის გათამაშების ეტაპს ქალთა შორის (2014;2016);
- მსოფლიო გრან პრის გათამაშების ეტაპს ვაჟთა შორის (2015);
- ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებას (2017);
- 43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას (2018).
განხორციელებული პროექტები :
- საქართველოს ყველა რეგიონში დაფუძნდა ფედერაცია, სკოლა და კლუბი.
- 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმდა 10-წლიანი უსასყიდლო უზურფუქტის ხელშეკრულება ჭადრაკის სასახლის ფედერაციაზე გადმოცემასთან დაკავშირებით.
- 2019 წლის საშეჯიბრო კალენდარში გათვალისწინებულია 89 (!) ღონისძიება, რომელთა დაფინანსება უზრუნველყოფილია.
- წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გიზარდა სახელმწიფოს დაფინანსება.
- ფედერაციას გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, რომლითაც ფინანსდება განვითარების პროექტები.
- წარმატებით მუშაობს ფედერაციის ვებგვერდი და ჭადრაკი სოციალურ მედიაში აქტიურად შუქდება.
2019 წლის პრიორიტეტები:
ბავშთა ჭადრაკის განვითარება (აღმოვაჩინოთ ტალანტები)
- რეგიონული მწვრთნელების როლის გაზრდა
- სტაბილური ეროვნული და საერთაშორისო კალენდარი (2019წ. დაგეგმილია ბავშთა 39 ტურნირი)
- თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროგრამები
- განსაკუთრებით მონაცემების ბავშვებისთვის საწვრთნელი შეკრებები (უცხოელი სპეციალისტების მოწვევით)
- მწვრთნელთა გადამზადების პროგრამები
ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერის პროგრამები :
- ნაკრების წევრებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება
- გუნდური და ინდივიდუალური საწვრთნელი შეკრებები მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი თუ ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით
- საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის პროგრამა
რეგიონებში ჭადრაკის განვითარება :
- ადგილობრივ თვითმართველობებთან თანამშრომლობით საჭადრაკო ინფრასტრუქტურის განვითარება
- საოფისე და საჭადრაკო ინვენტარით აღჭურვა
- ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებაში ხელშეწყობა.
საჭადრაკო ტელევიზია :
- საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციის გაზრდა
- ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების ტრანსლირება
- საჭადრაკო გაკვეთილების და შემეცნებითი გადაცემების ორგანიზება
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის რემონტი :
- მთლიანად შეიცვალა სახურავი - 2000 კვ.მ.;
- გარემონტდა საოფისე ფართი - 1750 კვ.მ.;
- გარე ფასადზე გაიკრა ბუნებრივი ეკლარის ქვა - 700 კვ.მ.;
- მთლიანად განახლდა შენობის ელექტრო გაყვანილობა;
- შენობა სრულად აღიჭურვა ცენტრალური გათბობის სისტემით;
- შენობა სრულად აღიჭურვა ინტერნეტის თანამედროვე ქსელით;
- მოეწყო ჭადრაკიTV სტუდია;

- სათაური: საარჩევნო ყრილობაზე (23.12.2018) ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშიდან ამონარიდი.
- ავტორი:
- თარიღი: 10-02-2019 12:37 AM
- Tags: