ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საარჩევნო ყრილობაზე (23.12.2018) ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშიდან ამონარიდი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია  ბოლო ათი წლის  განმავლობაში ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფედერაციის  რანგში ღირსეულად დამკვიდრდა .

 

2008-2018 წლებში მოპოვებულია:

ინდივიდუალური: 51-ოქროს, 57 ვერცხლის, 49 ბრინჯაოს მედალი.

გუნდური: 32-ოქროს, 39 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი.

სულ: 79-ოქროს, 80 ვერცხლის, 78 ბრინჯაოს მედალი.

ჯამში მედლების რაოდენობა - 263

  საერთო სტატისტიკა

  • დღეის მონაცემებით FIDE-ში რეგისტრირებულია 2273 მოჭადრაკე;
  •   ფიდეს რეიტინგი აქვს - 1157 მოჭადრაკეს:
  • საერთაშორისო დიდოსტატი - 29
  • საერთაშორისო ოსტატი - 36
  • FIDE-ს ოსტატი - 19
  • ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი - 26
  • ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი - 13
  • ქალთა შორის საერთაშორისო FIDE-ს ოსტატი - 18
  • საერთაშორისო ორგანიზატორი - 8
  • FIDE-ს სენიორ მწვრთნელი - 6
  • FIDE-ს მწვრთნელი - 16
  • საერთაშორისო არბიტრი - 14
  • FIDE-ს არბიტრი - 11.

ჭადრაკის ფედერაციის ტექნიკური  შედეგები :

  • 2008 წელი - საუკეთესო გუნდი - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
  • 2011 წელი - საუკეთესო გუნდების სამეულში - ქალ მოჭადრაკეთ ნაკრები;   ათ საუკეთესოში ახალგაზრდა სპორტსმენი - მერი არაბიძე
  • 2014 წელი - საუკეთესო სპორტული მენეჯერი - გიორგი გიორგაძე
  • 2015 წელი - საუკეთესო ეროვნული ნაკრები - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
  • 2016 წელი - არაოლიმპიურ სახეობათა შორის საუკეთესო ათეულში -ნანა ძაგნიძე, ბაადურ ჯობავა.
  • 2017 წელი - საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებეში - ნანა ძაგნიძე

საქართველომ  ბოლო წლებში უმასპინძლა:

  • ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს (2010;2014)
  • ევროპის თასის გათამაშებას კადეტთა შორის (2013);
  • მსოფლიო ჩემპიონატს კადეტთა შორის (2016);
  • ევროპის ქალთა ჩემპიონატს კლასიკურ ჭადრაკში (2011;2014);
  • ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში (2011;2014);
  • მსოფლიო ქალთა ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში (2012);
  • ევროპის ვაჟთა ჩემპიონატს კლასიკურ ჭადრაკში (2018);
  • მსოფლიო გრან პრის გათამაშების ეტაპს ქალთა შორის (2014;2016);
  • მსოფლიო გრან პრის გათამაშების ეტაპს ვაჟთა შორის (2015);
  • ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებას (2017);
  • 43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას (2018).

განხორციელებული პროექტები :

  • საქართველოს ყველა რეგიონში დაფუძნდა ფედერაცია, სკოლა და კლუბი.     
  • 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმდა 10-წლიანი უსასყიდლო უზურფუქტის ხელშეკრულება ჭადრაკის სასახლის ფედერაციაზე გადმოცემასთან დაკავშირებით.
  • 2019 წლის საშეჯიბრო კალენდარში გათვალისწინებულია 89 (!) ღონისძიება, რომელთა დაფინანსება უზრუნველყოფილია.
  • წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გიზარდა სახელმწიფოს დაფინანსება.
  • ფედერაციას გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, რომლითაც ფინანსდება განვითარების პროექტები.
  • წარმატებით  მუშაობს ფედერაციის  ვებგვერდი და  ჭადრაკი სოციალურ მედიაში აქტიურად შუქდება.

2019 წლის პრიორიტეტები:

ბავშთა ჭადრაკის განვითარება (აღმოვაჩინოთ ტალანტები)

  • რეგიონული მწვრთნელების როლის გაზრდა
  • სტაბილური ეროვნული და საერთაშორისო კალენდარი (2019წ. დაგეგმილია ბავშთა 39 ტურნირი)
  • თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროგრამები
  • განსაკუთრებით მონაცემების ბავშვებისთვის საწვრთნელი შეკრებები (უცხოელი სპეციალისტების მოწვევით)
  • მწვრთნელთა გადამზადების პროგრამები

ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერის პროგრამები :

  • ნაკრების წევრებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება
  • გუნდური და ინდივიდუალური საწვრთნელი შეკრებები მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი თუ ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით
  • საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის პროგრამა

რეგიონებში ჭადრაკის განვითარება :

  • ადგილობრივ თვითმართველობებთან თანამშრომლობით საჭადრაკო ინფრასტრუქტურის განვითარება
  • საოფისე და საჭადრაკო ინვენტარით აღჭურვა
  • ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებაში ხელშეწყობა.

საჭადრაკო ტელევიზია :

  • საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციის გაზრდა
  • ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების ტრანსლირება
  • საჭადრაკო გაკვეთილების და შემეცნებითი გადაცემების ორგანიზება

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის რემონტი :

  • მთლიანად შეიცვალა სახურავი - 2000 კვ.მ.;
  • გარემონტდა საოფისე ფართი - 1750 კვ.მ.;
  • გარე ფასადზე გაიკრა ბუნებრივი ეკლარის ქვა - 700 კვ.მ.;
  • მთლიანად განახლდა შენობის ელექტრო გაყვანილობა;
  • შენობა სრულად აღიჭურვა ცენტრალური გათბობის სისტემით;
  • შენობა სრულად აღიჭურვა ინტერნეტის თანამედროვე ქსელით;
  • მოეწყო ჭადრაკიTV სტუდია;

 

 

 

  • სათაური: საარჩევნო ყრილობაზე (23.12.2018) ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშიდან ამონარიდი.
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-02-2019 12:37 AM
  • Tags:
Top